• კვი. აპრ 11th, 2021

UFC მებრძოლი ლიანა ჯოჯუა – ,,ემოციებს არ ვყვები. წესებს არ ვარღვევ.”

ლიანა ჯოჯუა – პირველი ქართველი მებრძოლი გოგონა, რომელმაც UFC- სთან გააფორმა ხელშეკრულება.

,,სკოლის ასაკიდანვე მომწონდა ჩხუბები. ჩემები მეუბნებოდნენ რომ არ არის ქალების სპორტი. ხელს არ მიწყობდნენ. მაინც გავიტანე ჩემი… ვიყავი ბევრ სპორტში და იფიქრეს ესეც მომბეზრდებოდა. ტაი ბოქსში ვიყავი 17 წის ასაკში. 20 წლის ასაკში UFC მებრძოლი გავხდი. ჯინა კარანას ჩხუბები მომწონდა. მინდოდა მეც ისეთი ვყოფილიყავი… არალეგალური დარტყმაც მქონია, ერთი ბრძოლის დროს მეოთხე რაუნდში, პარტერში ფეხი დამარტყა მოწინააღმდეგემ და გამიტყდა ცხვირი. ემოციებს არ ვყვები. წესებს არ ვარღვევ. არ მინდა არაფრის დარღვევა. 2 წლის წინ მოვიგე რუსეთის ჩემპიონატი, მის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი იყო. მტკიოდა თვალი, რის გამოც ვერ მივიღე მონაწილეობა… თუ ვემზადები ბევრ რამეზე ვამბობ უარს. ვიცავ დიეტას, ადრე ვიძინებ. თუ ბრძოლები არა მაქვს მიყვარს ძილი. ვვარჯიშობ ღამით, ანუ დღეში ერთხელ.”

შეგახსენებთ რომ ლიანა ჯოჯუა არის ის ქართველი მებრძოლი, რომლის ყოველი ბრძოლა სრულდება ქართული დროშის აფრიალებით და ქართული შეძახილებით.

წყარო – ტვ. ,,იმედი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.