• შაბ. აპრ 17th, 2021

გიგა ჭიკაძე UFC მებრძოლი – წელი მაწუხებდა 1 თვის მანძილზე. ჩავიტარე თერაპია

UFC მებრძოლი გიგა ჭიკაძე მომავალი ბრძოლებისთვის ემზადება. ის ქაფს ვოფსონს უნდა შეხვდეს.

,,დავასრულე ვარჯიში. შაბათი დილაა ჩემთან. კარგი ვარჯიშის კვირა გამოვიდა. იყო ბევრი გადაღება. კარგი ამბები ხდებოდა UFC – ში. ჩემი და ქაბის ჩხუბის გასაშუქებლად. ბევრი ძლიერი ვარჯიში მომიწია. დღეს კვირის შემაჯამებელი ვარჯიში გავმართე, ე.წ. ,,დიხანიის” ,,ჩეის იორ ფეის” პროგრამის მიხედვით. მაწუხებდა წელი 1 თვის მანძილზე. 6 თიაქარი მქონდა, გამიკეთეს თერაპია. მომიკლეს ნერვები, სადაც იგრძნობა ტკივილი, მომიკლეს 8 ნერვი. ოთხშაბათს გავიკეთე, მერე კი ვარჯიშზე წავედი. ვემზადები…”  – განაცხადა გიგა ჭიკაძემ მის დღევანდელ პირდაპირ ეთერში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.