• პარ. აგვ 6th, 2021

ოძეკი ტერუნოფუჯიმ მე-11 გამარჯვება მოიპოვა – ოძეკი ასანოიამამ კიუჯო გამოაცხადა

დღეს, სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ნაცუ ბაშოს მე-12 დღის ორთაბრძოლები შედგა.

სავარაუდოდ, ტრავმის გამო მაისის ბაშოს ოძეკი ასანოიამა ჩაეხსნა. მან კიუჯო იმ დროს გამოაცხადა, როდესაც 7 მოგების წილ, 4 მარცხი ჰქონდა.
ასანოიამას დღევანდელ ორთაბრძოლაში სეკივაკე ტაკაიასუსთან წაგება ჩაეთვალა და ასე იქნება ტურნირის ბოლომდე.
ოძეკი ბაშოს მინიმალური მაკე-კოშითბ7-8 ბალანსით დაასეულებს.

დღეს, წარმარებით იასპარეზეს იუშო ანუ ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ოძეკებმა ტერუნოფუჯიმ და ტაკაჯეიშომ.

ტერუნოფუჯიმ მე-11 გამარჯვება მე-5 მაეგაშირა ონოშოსთან იორიკირით მოიპოვა.
ტაკაჯეიშომ კი მე-10 მოგება მე-6 მაეგაშირა მონღოლ იჩინოჯოსთან გაიფორმა.

7-5 ბალანსი გაუხდა ოძეკი შოდაის. მან სეკივაკე ტაკანოშო სუკუინაგეთი დაამარცხა.

ესეც ლიდერთა ცხრილი:
11:1 – ოძეკი ტერუნოფუჯი
10-2 ოძეკი ტაკაკეიშო,
9-3 #8 ენდო

ლიდერთა ხვალინდელი ბრძოლების განრიგი:
#6 იჩინოჯო : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : #7 ტაკარაფუჯი
#8 ენდო : ოძეკი ტაკაკეიშო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.