• პარ. აგვ 6th, 2021

სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა მაკე-კოში გაიფორმა

ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა.

ტოჩინოშინმა რიგით მე-8 მარცხი მე-4 მაეგაშირა მონღოლ კირიბაიამასთან განიცადა.
აზიელმა სუმიტორმა ჩვენებურს უვატედაშინაგეს კიმარიტეთი სძლია.

ლევან გორგაძეს მაისის ბაშოს 11 დღის შემდეგ 3 მოგების წილ, 8 მარცხი გააჩნია.

მე-7 მაეგაშირას რანგში მყოფ ქართველს მომავალ ბაშოზე წოდებით დაქვეითება არ აცდება.

ხვალ, ტოჩინოშინს სუმოს მამებმა მეტოქედ მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ მიუჩინეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.