• პარ. აგვ 6th, 2021

ტოჩინოშინი მაკე-კოშის მიუახლოვდა

ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს  წლის მე-3 სუპერტურნირ ნაცუ ბაშოს ქართველი რიკიში ტოჩინოშინი ცუდად ატარებს.

დღეს, ჩვენებურმა რიგით მე-7 მარცხი იწვნია და მაკე-კოშის ანუ უარყოფით ბალანსს მიუახლოვდა.

მე-7 მაეგაშირას რანგში მყოფ ლევან გორგაძეს 2 მოგება და 7 წაგება გააჩნია. ერთი მარცხის შემთხვავაში კი წოდებით დაქვეითება არ აცდება.

ტოჩინოშინმა დღევანდელ დაპირისპირებაში მე-4 მაეგაშირა მიოგირუსთან წააგო.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ქართველი სუმიტორი დოჰიოდან იორიკირით გააძევა.

ხვალ, ლევან გორგაძე მე-13 მაეგაშირა დაიამამის დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.