• სექტემბერი 19, 2021 9:50 am

ტოჩინოშინი ენდოსთან დამარცხდა

რამდენიმე წუთის წინ სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-6 ორთაბრძოლა ჩაატარა.

ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ლევან გორგაძე ექს-კომუსუბი ენდოს დაუპირისპირდა.

ძველი მეტოქეების ჯახი ენდოს გამარჯვებით დასრულდა.
აზიელმა ჩვენებური დიჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 2-5 ბალანსი აქვს და სამწუხაროდ, მაკე-კოშისთან ანუ უარყოფით ბალანსთან ახლოსაა.

მე-7 მაეგაშირას რანგში მყოფ ქართველს ბაშოს დასრულებამდე გასამართ 8 შეხვედრაში 6 მოგება ესაჭიროვება.

ხვალ, ტოჩინოშინი ნაკაბიზე ანუ ტურნირის შუაწელს მე-11 მაეგაშირა ჩიოშომას შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.