• პარ. აგვ 6th, 2021

ნაცუ ბაშოზე ოთხივე ოძეკიმ გაიმარჯვა

რამდენიმე წუთის წინ სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე მე-5 დღის ორთაბრძოლები დასრულდა.

ტიკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში გამარჯვება ოთხივე ოძეკიმ მოიპოვა.

ოძეკი ტერუნოფუჯიმ პირველი მაეგაშირა ვაკატაკაკაგე დაამარცხა.
მონღოლმა იაპონელი მეტოქე დოჰიოს მიღმა იორიკირით გაიყვანა.

ტერუნოფუჯის ხუთიდან 5 გამარჯვება აქვს და ნაცუ ბაშოს დაუმარცხებლად ლიდერობს.

მე-2 მაეგაშირა მეისეი იორიტაოშით დაამარცხა ოძეკი შოდაიმ და მიმდინარე ბაშოზე  ბალანსი 4-1 გაუხდა.

4 მოგების წილ, ერთი მარცხი აქვს ოძეკი ტაკაკეიშოსაც. მან დღეს, მე-4 მაეგაშირა კირიბაიამას ჰატაკიკომით სძლია.

ოძეკი ასანოიამამ დღის დასკვნით ბრძოლაში მე-2 მაეგაშირა ტობიძარუს უვატენაგეთი მოუგო.

ესეც ოძეკების ხვალინდელი განრიგი:
ოძეკი ასანოიამა : #4 კირიბაიამა
#5 ჰოშორიუ : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : #4 მიოგირიუ
#2 ტობიძარუ : ოძეკი ტაკაკეიშო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.