• პარ. აგვ 6th, 2021

ოძეკების წარმატებული დღე ნაცუ ბაშოზე

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე დღეს მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

დღეს, სუპერტურნირზე მონაწილე ყველა ოძეკიმ გამარჯვებები იზეიმა.

მიჯრით მე-4 ორთაბრძოლა ტერუნოფუჯიმ კომუსუბი მიტაკეუმისთან მოიგო.
მონღოლმა რიკიშიმ ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ოძეკებმა შოდაიმ და ტაკაკეიშომ ნაცუ ბაშოზე მე-3 ბრძოლები მოიგეს.

ტაკაკეიშომ მე-2 მაეგაშირა მეისეი ოშიტაოშით დაამარცხა.
შოდაიმ კი ოშიდაშით მე-2 მაეგაშირა ტობიძარუს სძლია.

ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება შეძლო ოძეკი ასანოიამამ. მან პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დიჰიოდან იორიკირით გააძევა.

ოძეკების ხვალინდელი ბრძოლების განრიგი ასეთია:
#1 ვაკატაკაკაგე : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : #2 მეისეი
#4 კირიბაიამა : ოძეკი ტაკაკეიშო
ოძეკი ასანოიამა : #2 ტობიძარუ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.