• პარ. აგვ 6th, 2021

28 წლის რიკიში დოჰიოზე მიღებული ტრავმის გამო გარდაიცვალა

28 წლის ასაკში სანდანმეს დივიზიონის რიკიში ჰიბიკირიუ გარდაიცვალა.

იაპონელი სუმოტირის გარდაცვალების მიზეზი ჰარუ ბაშოზე მიღებული ტრავმა გახდა.

ჰიბიკირიუ ერთ-ერთი ბრძოლისას დოჰიოზე დაეცა და გონება დაკარგა.
ექიმებმა მებრძოლი საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძლივი მკურნალობის მიუხედავად, მედიკოსებმა რიკიშის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ჰიბიკირიუ იგივე მიცუკი ამანო 1993 წლის, 17 მარტს დაიბადა.
პროფესიულ სუმოში მისი დებიუტი 2011 წელს შედგა.

ჰიბიკირიუ კარიერის განმავლობაში ჯონოკუჩის, ჯორიდანის და სანდანმეს დივიზიონებში გამოდიოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.