• კვი. აპრ 11th, 2021

ტერუნოფუჯიმ იმპერატორის თასი აღმართა და ოძეკის წოდება დაიბრუნა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშო მონღოლი სეკიტორის სეკივაკე ტერუნოფუჯის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ტერუნოფუჯიმ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში იუშოსთვის ანუ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოძეკი ტაკაკეიშო ოშიდაშით დაამარცხა და 12-3 ბალანსით იმპერატორის თასს დაეუფლა.

ჰარუ ბაშოს ვიცეჩემპიონი ბულგარელი რიკიში აიოიამა გახდა.
ევროპელმა ბოლო დაპირისპირებაში კომუსუბი ტაკაიასუს ჰატაკიკომით მოუგო.

სეკივაკე ტერუნოფუჯის ჰარუ ბაშოზე დიდებული გამარჯვება დაუფასდება და მონღოლი ოძეკის პრესტიჟულ წოდებას დაიბრუნებს.

ტერუნოფუჯი იგივე გარ-ენდენე განტულგა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში 1991 წლის 29 ნოემბერს დაიბადა.
სუმოს ელიტაში მისი დებიუტი 2011 წელს შედგა.
2015 წელს კი ოძეკის წოდება მიიღო.

ტერუნოფუჯიმ დღეს კარიერაში მე-3 ბაშო მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.