2021 წლის სუმოს სუპერტურნირი ჰარუ ბაშო ისტორიის კუთნილება გახდა.
ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკიგიკანის” სასახლეში რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ტურნირზე ქართველმა რიკიში ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლა წააგო და მარტი ბაშო მინიმალური მაკე-კოშით 7-8 ბალანსით დაასრულა.
ლევან გორგაძემ სეკივაკე ტაკანოშოსთან ორთაბრძოლა ოშიდაშით დათმო.
ჰარუ ბაშოზე მაკე-კოშის ანუ უარყოფითი ბალანსით დასრულების შემდეგ მე-7 მაეგაშირას რანგში მყოფი ტოჩინოშინი შესაძლოა რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდეს.