იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ბოლოსწინა მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.
ბაშოს ბოლო დღეს იმპერატორის თასისთვის 4 რიკიში სეკივაკე ტერუნოფუჯი, ოძეკი ტაკაკეიშო, კომუსუბი ტაკაიასუ და მე-12 მაეგაშირა აიოიამა იბრძოლებს.
დღევანდელი ბრძოლების შემდეგ 11 მოგებითა და 3 მარცხით ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი სეკივაკე ტერუნოფუჯი გახდა.
მან ოძეკი ასანოიამა დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
მე-8 მაეგაშირა ტობიძარუსთან კომუსუბი ტაკაიასუმ ვერაფერი გააწყო და ბრძოლა კუბიჰინერის კიმარიტეთი დათმო.
ოძეკი ტაკაკეიშომ მორიგი ორთაბრძოლა ოძეკი შოდაისთან ოშიდაშით მოიგო.
ბულგარელმა აოიამამ კი რიგით მე-10 გამარჯვება იზეიმა.
ევროპელმა რიკიშიმ მე-2 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე კოტენაგეთი დაამარცხა.
ჰარუ ბაშოს ლიდერები
11:3 სეკივაკე ტერუნოფუჯი
10:4 ოძეკი ტაკაკეიშო, კომუსუბი ტაკაიასუ და მე-12 მაეგაშირა აიოიამა
ბოლო დღის ბრძოლების განრიგი მოგვიანებით გამოცხადდება.