• შაბ. აპრ 17th, 2021

არის მე-7 გამარჯვება! – ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს კაჩი-კოშისთვის იბრძოლებს

ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე რამდენიმე წუთის წინ ლევან გორგაძემ მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა იუშოს ანუ ჩემპიონობის შანსის მქონე რიკიშის,  მე-15 მაეგაშირა ჰიდანოუმის იორიკირით მოუგო.

ქართველ სეკიტორს ამ გამარჯვების შემდეგ თანაბარი ბალანსი 7-7 გაუხდა და ბაშოს ბოლო დღეს წარმატების შემთხვევაში კაჩი-კოშის ანუ დადებით ბალანსს გაიფორმებს.

მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ბოლო მეტოქის ვინაობა ცნობილი მოგვიანებით გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.