• კვი. აპრ 11th, 2021

იუშოსთვის ბრძოლა დაიძაბა – ჰარუ ბაშოზე ორხელისუფლებიანობა დამყარდა

სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოს 13 დღის შემდეგ სათავეში ორი რიკიში სეკივაკე ტერუნოფუჯი და კომუსუბი ტაკაიასუ უდგას.

დღეს, კომუსუბი ტაკაიასუმ მესამე მარცხი განიცადა.
მან მე-2 მაეგაშირა ვაკატაკაკაფესთან იორიტაოშით წააგო.

კონკურენტიც წარუმატებლობით სეკივაკე ტერუნოფუჯიმ ისარგებლა და დღის დასკვნით ორთაბრძოლაში.ოძეკი შოდაის იორიკირით სძლია.

ოძეკების ბრძოლაში ტაკაკეიშომ ასანოიამას ჰატაკიკომით მოუგო და იუშოს ანუ ჩემპიონობის მცირე შანსი შეინარჩუნა.

ამ დროისთვის ლიდერთა შორის ასეთი მდგპმარეობაა:
10:3 სეკივაკე ტერუნოფუჯი, კომუსუბი ტაკაიასუ

9:4 ოძეკი ტაკაკეიშო, ოძეკი ასანოიამა, #2 ვაკატაკაკაგე, #15 ჰიდენოუმი, #12 აოიამა

ხვალინდელი ტორიკუმი
სეკივაკე ტერუნოფუჯი : ოძეკი ასანოიამა
ოძეკი ტაკაკეიშო : ოძეკი შოდაი
კომუსუბი ტაკაიასუ : #8 ტობიძარუ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.