• შაბ. აპრ 17th, 2021

მიჯრით მე-3 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე – ტოჩინოშინი კაჩი-კოშის შანსს ინარჩუნებს

რამდენინე წუთის წინ სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ შეჯიბრის მე-13 დღეს მონღოლი სეკიტორი მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იორიტაოშით დაამარცხა.

ამ დროისთვის ტოჩინოშინს 6 მოგების წილ 7 მარცხი გააჩნია.
იმისათვის, რომ ქართველმა კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმოს ტურნირზე დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება.

ხვალ, ლევან გორგაძე ორთაბრძოლას მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმისთან ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.