• შაბ. აპრ 17th, 2021

ტაკაიასუმ ჰარუ ბაშოზე მე-10 ბრძოლა მოიგო – კომოსუბი იუშოსკენ მიიწევს

დღეს, სუმოს მექაში, კერძოდ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე კომოსუბი ტაკაიასუმ ჰარუ ბაშოზე მე-10 ბრძოლა მოიგო.

ტაკაიასუმ მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი ოშიდაშით დაამარცხა.

წარმატებული დღე გამოდგა ოძეკებისთვის.
სამივე მათგანმა გამარჯვებას მიაღწია.

ოძეკი ასანოიამამ კომუსუბი მიტაკეუმი დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
ოძეკი შოდაიმ ჰატაკიკომით სეკივაკე ტაკანოშოს სძლია.
ოძეკი ტაკაკეიშომ კი მე-5 მაეგაშირა ოკინოუმის ოშიდაშით მოუგო.

კონკურენტებს არც სეკივაკე ტერუნოფუჯი ჩამორჩა.
მონღოლმა რიკიშიმ ცუკიოტოშით თანამემამულე ტამავაშის აჯობა.

ლიდერთა ბანძუკე
10:2 კომუსუბი ტაკაიასუ
9:3 სეკივაკე ტერუნოფუჯი, ოძეკი ასანოიამა,

ხვალინდელი განრიგი:
ოძეკი შოდაი : სეკივაკე ტერუნოფუჯი
ოძეკი ტაკაკეიშო : ოძეკი ასანოიამა
კომუსუბი ტაკაიასუ : #2 ვაკატაკაკაგე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.