ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძემ პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის შიტატენაგეს კიმარიტეთი სძლია.
ჩვენებურს მარტის ბაშოზე 5 მოგება და 7 მარცხი გააჩნია.
მე-7 მაეგაშირას რანგში მყოფი ქართველი კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის შანსს ინარჩუნებს.
გორგაძეს ჰარუ ბაშოს დასრულებამდე დარჩენილი 3 შეხვედრიდან ყველას მოგება ესაჭიროვება.
ხვალ, ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება.