• კვი. აპრ 11th, 2021

ტოჩინოშინმა წაგებების სერია შეწყვიტა

🇬🇪დღეს, ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველმა რიკიში ტოჩინოშინმა გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ ჰატაკიკომით მე-11 მაეგაშირა ჩიოტაირიუ დაამარცხა.

ჩვენებურს მარტის ბაშოზე 4 მოგების წილ, 7 მარცხი გააჩნია. მას კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად, დარჩენილ 4 შეხვედრაში ყველას
მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი დოჰიოზე პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის წინააღმდეგ დადგება.
ტაკარაფუჯი ბაშოს ცუდად ატარებს. მას 1-9 ბალანსი გააჩნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.