• კვი. აპრ 11th, 2021

მე-9 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე – კომუსუბი ტაკაიასუ იუშოსკენ წარმატებით  მიიწევს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე კომუსუბი ტაკაიასუმ მე-9 გამარჯვება იზეიმა და კონკურენტებს 2 მოგებით გაუსწრო.

ტაკაიასუმ ოძეკი ტაკაკეიშო უვატენაგეთი დაამარცხა.

ოძეკი ასანოიამამ სუკუინაგეთი სეკივაკე ტაკანოშოს სძლია.

ოძეკი შოდაიმ დღის დასკვნით ბრძოლაში მე-4 მაეგაშირა მიოგირიუს კატასუკაშით მოუგო.

მიმდინარე ბაშოზე მე-3 ორთაბრძოლა წააგო სეკივაკე ტერუნოფუჯიმ.
მონღოლი რიკიში მე-3 მაეგაშირა შიმანოუმისთან ცუკიოტოშით დამარცხდა.

ლიდერთა ბანძუკე:
9:1 კომუსუბი ტაკაიასუ
7:3  ოძეკი ასანოიამა, სეკივაკე ტერუნოფუჯი, #8 ტობიძარუ, #9 ჩიონოკუნი

ხვალინდელი განრიგი:
#4 მაეგაშირა მიოგირიუ : ოძეკი ასანოიამა

ოძეკი ტაკაჯეიშო : #4 კირიბაიამა

ოძეკი შოდაი : კომუსუბი ტაკაიასუ

სეკივაკე ტერუნოფუჯი : სეკივაკე ტაკანოშო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.