• კვი. აპრ 11th, 2021

სამწუხაროდ, ტოჩინოშინი მაკე-კოშის მიუახლოვდა

სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-7 ორთაბრძოლა წააგო.

ლევან გორგაძე მე-12 მაეგაშირა აკისეიამასთან შიტატენაგეთი დამარცხდა.

ჩვენებურს მარტის ბაშოზე 3 მოგება და 7 მარცხი გააჩნია.
მას დარჩენილი 5 ბრძოლიდან ყველას მოგება ესაჭიროვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მაკე-კოშის ანუ უარყოფით ბალანსს გაიფორმებს და მე-7 მაეგაშირას წოდებიდან კიდევ უფრო დაქვეითდება.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუს შეერკინება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.