ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ენდომ კიუჯო გამოაცხადა ანუ ტურნირი ნაადრევად, დატოვა.
მე-5 მაეგაშირა ენდომ ტრავმა მიიღო და ბაშოზე დარჩენილ 6 ორთაბრძოლასაც, ამ მიზეზით ვეღარ ჩაატარებს.
მიმდინარე ბაშოზე ენდოს 5 მოგების წილ, 4 მარცხი ჰქონდა და კაჩი-კოშისთვის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად იბრძოდა.
შოთა ენდო დღეს მე-3 მაეგაშირა მეისეის უნდა შეხვედროდა. მეისეის მოგება უბრძოლველად, ჩაეთვლება.
ენდო კი ამ ბაშოს 5-10 ბალანსით დაასრულებს და მაკე-კოშისთან ერთად, რეიტინგშიც დაქვეითდება.