• შაბ. აპრ 17th, 2021

კომუსუბი ტაკაიასუ ჰარუ ბაშოზე ლიდერობას ინარჩუნებს

სუმოს სამშობლოს დედაქალაქში მიმდინარე სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ერთპიროვნულ ლიდერობას კომუსუბი ტაკაიასუ ინარჩუნებს.

ტაკაიასუმ ბაშოზე მე-8 გამარჯვება პირველი მაეგაშირა ონოშოსთან ჰატაკიკომით მოიპოვა.

ორთაბრძოლა მოიგო სეკივაკე ტერუნოფუჯიმ. მონღოლმა რიკიშიმ კიმედაშით მე-4 მაეგაშირა მიოგირიუ დაამარცხა.

დღეს, ოძეკებმა ასანოიამამ და ტაკაკეიშომ წარმატებას მიაღწიეს.

ასანოიამამ მე-3 მაეგაშირა შიმანოუმი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
ოძეკი ტაკაკეიშომ კი ოშიდაშით კომუსუბი მიტაკეუმის სძლია.

ოძეკი შოდაიმ ოშიდაშით კომუსუბი დაიეიშოსთან წააგო.

ლიდერთა ბანძუკე
8:2 კომუსუბი ტაკაიასუ
7-3 სეკივაკე ტერუნოფუჯი

ხვალინდელი ბრძოლების განრიგი:
ოძეკი შოდაი :#4 მიოგირიუ

სეკივაკე ტაკანოშო : ოძეკი ასანოიამა

ოძეკი ტაკაკეიშო : კომუსუბი ტაკაიასუ

სეკივაკე ტერუნოფუჯი : #3 შიმანოუმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.