მარტი 29, 2024

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-9 ბრძოლა ჩაატარა.

ლევან გორგაძემ მე-10 მაეგაშირა რიუდენთან ვერაფერი გააწყო და ბრძოლაც იორიკირით წააგო.

ჩვენებურის მონაგარი მარტის ბაშოზე 3 მოგება და 6 მარცხი გახლავთ.
იმისათვის, რომ ლევანმა კაჩი-კოში ანუ დადებითო ბალანსი დააფიქსიროს დარჩენილ 6 შეხვედრაში, 5 გამარჯვება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა აკისეიამა იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *