მარტი 29, 2024

19 ივნისს დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას, რომელსაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა სამართალდამცავებმა ჯამში 17 პირი დააკავეს. მათ შორის არის ძიუდოისტი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი. ის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სწორედ ტატიაშვილის ჩვენების საფუძველზე მოეფინა საქმეს ნათელი.

“ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა უც­ნა­უ­რია, ედა­ვე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის ბრალს არ ეთან­ხმე­ბა, რად­გან  რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. ყვე­ლა მოწ­მე ცალ­სა­ხად ამ­ბობს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არა­ფერ შუ­ა­შია, ხელი არავისთვის და­უ­კა­რე­ბია  და ზედ­მე­ტი ნა­ბი­ჯიც კი არ გა­და­უდ­გამს. ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით დევს.

გიგა ვერ­ცხლის­ფე­რი  მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან იჯდა. მას მცხე­თი­დან თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა სთხო­ვეს და ამ მო­ტი­ვით ჩა­იყ­ვა­ნეს, სადაც უკვე შე­ე­ჩე­ხა ამ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და. იქ მო­სულს და­ძა­ბუ­ლო­ბა დახ­ვდა, ეს მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან 10-15 მეტრში იდგა.

140 კილო კაცი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ვერ ლა­პა­რა­კობს, სრუ­ლი კო­ლაფ­სი აქვს, ცუ­და­დაა, შო­კი­რე­ბუ­ლია, რომ და­ა­კა­ვეს. მას სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ვინ არის შა­ქა­რაშ­ვი­ლი“ – ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენის ადვოკატი.

3 thoughts on “შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს…

  1. თუ არაფელ შუაში არ ხარ იმათ კონფლიქტთან.. და თუ იცი შენს მანქანაში მჯომებიდან თუ რამოხდა თქვი არუნდა შეგეშინდეს იმათი ვინც შენს მანქანაში ისხდნენ…. ითანამშრომლე გამომძიებელთან და მოუყევი სრული სიმართლე… შენი კარიერა შენი სიმართლით გადარჩება. ნუ დაიმსხვრევა კარიერიერს თუ ამ საქმეში სუბთა ხარ.

    1. პირველი: დამნაშავე იმაშია რომ გაჰყვა და პოლიციას არ გააგებინა
      მეორე:რომ ჩავიდა და ნახა ეს სიტუაცია მაშინ მაინც დაერეკა პატრულისთვის.
      და ბოლოს მესამე სანამ არ დაიჭირეს მანამდე რატომ არ თქვა სიმართლე,როცა 4 დღე ეძებდნენ გიორგის.და ეხლა რატოა შოკირებული და მაშინ რატომ არ დაიშოკაა,როცა ამ ამბის შემსწრე გახდააა

  2. Filmi mimino maxsendeba. Kto etot poterpevshii, atkuda on prishol. 15metro ragaa, gagma gamogmit kureba? Etkoba didxans fiqrobda, shesuliko tu ara saxlshi. Koveltvis damnashaveebi100%aqtiuroben,gamodziebashi.pirvelia tu ra??? Gmertma dasckevlos taobidan taoba de, vinc arunda ikos

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნონა კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *