საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
18 ახალი შემთხვევა ბოლნისის სოფელ მუშევანში დაფიქსირდა.
დანარჩენი 8 ახალი შემთხვევიდან, 4 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 4 უკვე არსებული ინფიცირებულის კონტაქტები, ე.წ „საბურთალოს კლასტერი“.
გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში 757 კორონავირუსის შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ჯამში დღეის მონაცემებით 783 კოვიდინფიცირების შემთხვევაა.
გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი, ჯამში 605.