მეუფე ანტონის სკანდალური ქადაგება – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ამბიონიდან ეკლესიის მოწინააღმდეგეებზე ისაუბრა და ოპოზიცია, არასამთავრობოები და მედია გააკრიტიკა.

მეუფე ანტონი ამბობს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ხალხს ეკლესია შეაძულონ, ხოლო ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადონ, ევროპა და ამერიკა აფინანსებს. სწორედ ამიტომ, მეუფეს უჩნდება ეჭვი, ხომ არ უნდა გადავხედოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს.

მიტროპოლიტმა მოგვიანებით თავისი ქადაგების შინაარსი ფეისბუქზე ვრცელი პოსტითაც განმარტა.

“ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები  და ასეთ ფასეულობებს გავემიჯნოთ. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი, გვინდა თუ არა იმ ღირებულებით და ფასეულობებით ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულებელყოფაა, – წერს მეუფე ანტონი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ