1976 წლის 10 თებერვალს დაიბადა ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება.1991 წლის 30 აგვისტოს ზუგდიდის „ოდიშის“ რიგებში თამაშისას, 15 წლის ჯანაშიამ გოლი გაუტანა ვანის „სულორს“. ამით ის გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელთაც რეკორდულად მცირე ასაკში აქვთ გოლი გატანილი.[1] მისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივში“, როდესაც ამ კლუბს წვრთნიდა იური სიომინი. ჯანაშია კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა რუსეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული. „ლოკომოტივში“ თამაშის დროს, 1999 წელს ჯანაშია გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 9 მატჩი და გაიტანა ოთხი გოლი. კარიერის ბოლოს თამაშობდა თურქულ კლუბ „კოჩაელისპორსა“ და კალინინგრადის „ბალტიკაში“. კარიერა დაასრულა 2004 წელს.

პროფესიულ კარიერაში ჯანაშიას ჩატარებული აქვს 294 მატჩი,გოლის გატანა კი 86 ჯერ მოახერხა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1997 წელს გამოჩნდა 2001 წლამდე ითამაშა სულ ნაკრების მაისურით 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

 

 

1984 წლის 10 თებერვალს დაიბადა ქართველი კალათბურთელი,ზაზა ფაჩულია.

საკლუბო კარიერაში ის ბოლოს NBA-ის კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავდა. 2003-04 წლების სეზონში ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიკში“ ირიცხებოდა, 2004-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა. 2013 წლის სეზონის დასაწყისში „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის ზაფხულიდან „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით „გოლდენ სტეიტს“ შეურთდა. მან „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ ორი სეზონი გაატარა და ორივე სეზონში NBA-ის ჩემპიონი და ბეჭდის მფლობელი გახდა. 2018 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს „დეტროიტ პისტონსთან“2019 წელს კვლავ „გოლდენ-სტეიტში“ დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 03). 2017 წელს, 12 ივნისს ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ