• პარ. აგვ 6th, 2021

მარიამ ქერდიყაშვილი: ,,ყოველ გაცურვაზე ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და მესახელებინა ჩვენი ქვეყანა”

,,ყოველ გაცურვაზე ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და მესახელებინა ჩვენი ქვეყანა. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივეგან მცირედი დამაკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად.” – წერს  ქართველი ნიჩბოსანი მარიამ ქერდიყაშვილი ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

მარიამ ქერდიყაშვილი: ,,მოგესალმებით მეგობრებო! მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი კვირაა მონაწილეობას ვიღებდი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში. ყოველ გაცურვაზე ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და მესახელებინა ჩვენი ქვეყანა. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივეგან მცირედი დამაკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად.
მე მუდამ ვგრძნობ თქვენს გვერდში დგომას და გამორჩეულ გულშემატკივრობას. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და ასევე დიდი ბოდიში გითხრათ თუ აღნიშნულ ტურნირებზე იმედები ვერ გავამართლეთ. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო: კანოეს ფედერაციის პრეზიდენტს და ჩემს მეგობარს ზაზა ნადირაძეს, ნაკრების მწვრთნელს კახაბერ ლომიშვილს, ჩემს პირად მწვრთნელებს და რა თქმა უნდა ჩემს უმაგრეს და გამორჩეულ გუნდს.
წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველის.”- წერს მარიამ ქერდიყაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.