• შაბ. აპრ 17th, 2021

რა არის სპორტი?

რა არის სპორტი:გართობის საშუალება? ცხოვრების წესი? ეს გაცილებით უფრო ღრმაა და ისე მყარად აქვს ფეხები გადგმული, როგორც ჩვენი სამყაროს დასაბამს.

ისტორიიდან  ვიცით  ჩვენი წინაპრები თავს ნადირობით და მიწაზე მუშაობით ირჩენდნენ. აბა წარმოიდგინეთ ნახევრად შემოსილი ათლეტური მამაკაცები როგორ მიდიან ტყეში სანადიროდ, როგორ იგერიებენ მხეცს შუბით ან როგორ ამუშავებენ მიწას მცხუნვარე მზეში, ახლა ეს სპორტული სანახაობა არაა? არ ჭირდებოდათ მათ ფიზიკური მზაობა? უკვე ცოტა მოგვიანებით კი ფიზიკური ვარჯიში, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, სამხედრო საქმეს უკავშირდება.

ასე რომ, საზოგადოების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა სპორტიც. უძველესი დროიდან ნებსით თუ უნებლიედ ის ყველა ადამიანის ცხოვრების წესი იყო, უკვე მოგვიანებით იქცა ის გასართობ საშუალებად.

თუმცა მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეზე არაა დამოკიდებული ესა თუ ის სპორტის სახეობა. წარმოვიდგინოთ ჭადრაკი, რომელიც შედარებით გვიან ყალიბდება. მის სათამაშოდ კი ადამიანებს არა კუნთის, არამედ გონების სიძლიერე ჭირდებათ. აქედან შეგვიძლია დავასკვათ, რომ გარდა ფიზიკური პროგრესიაა, ადამიანები გონებრივ ევოლუციასაც განიცდიან(რა თქმა უნდა, ამაზე კიდევ არაერთი ფაქტი მოწმობს) ისინი არა მხოლოდ კუნთებს , არამედ ტვინსაც ავარჯიშებდენ.

ასე რომ, სპორტული ევოლუცია საუკუნეებს ითვლის, მან განვითარების მრავალწლოვანი გზა განვლო. ადამიანები ხელჩართული ბრძოლოდან ახლა უკვე კიბერ შეტევაზე არიან გადასულნი. (რომელი უფრო სანახაობრივია ეგ კიდევ სხვა თემაა) ყველას კარგად გვახსოვს ფრაზა-‘’მიეცით ხალხს პური და სანახაობა“ სანამ სპორტი სანახაობად იქცეოდა მანამდე პურის მოპოვების საშუალება იყო. ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან, სპორტული აზარტიც ადამიანის მოთხოვნილებების განვითარებასთან ერთად მოვიდა.

მოკლედ ვითარდება სამყარო, მასთან ერთად ვვითარდებით ჩვენც, ადამიანები. ყველაზე მთავარი-სპორტი ეს მხოლოდ სანახაობა არაა, ეს ბევრი ადამიანის ცხოვების წესი და ინტერესის სფეროა. აქ ყველაზე კარგად ვგრძნობთ რომ ცოცხლები ვართ, ვვარსებობთ, სპორტი ეს ულევი ემოციების სამყაროა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.