აპრილი 18, 2024

დანა უაითი ფიქრობს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი გადაწყვეტილებას შეცვლის და კარიერას არ დაასრულებს.

ამის შესახებ უაითმა განცხადება დაუმარცხებელ ჩემპიონთან პირადი საუბრის შემდეგ გააკეთა.

“მისმა მწვრთნელმაც კი არ იცოდა, რომ ხაბიბი მსგავსი განცხადების გაკეთებას აპირებს. მეც არაფერი ვიცოდი და იმ დროს ვფიქრობდი: “ღმერთო ჩემო, ალბათ ხუმრობ”. მაგრამ ისეთ რამეს გეტყვით, რაც აქამდე არავისთვის მითქვამს. ხაბიბს ვესაუბრე და აღიარა, რომ იმ საღამოს ზემდეტად ემოციური იყო. მაქვს შეგრძნება, რომ დაბრუნება და 30-ე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ვფიქრობ, კარიერას არ დაასრულებს. იცით, რომ მამამისს 30-0-ზე სურდა და ხაბიბს მამის სურვილის ასრულება ენდომება”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *