• ოთხ. აპრ 14th, 2021

ინტერვიუ სოფო ბაღაშვილთან MMA მებრძოლი – ,,საქართველოში ჩამოვედი, ვრჩები. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ”.

marca.ge გაესაუბრა MMA ქართველ მებრძოლ ქალს – ახალგაზრდა და წარმატებულ სოფო ბაღაშვილს, ის არც ისე დიდი ხანია დაბრუნდა საქართველოში უკრაინიდან! სოფომ ჩვენს მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას უპასუხა. 

-სოფო მადლობას გიხდით ინტერვიუზე თანხმობისთვის. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორაცია რომ თქვენ დაბრუნდით საქართველოში, როგორია თქვენი განცდა სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით?

-დიახ, საქართველოში ჩამოვედი და აქ ვრჩები. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჯერ არ არის ცნობილი როდის ვიბრძოლებ, მაგრამ პასუხის მოლოდინში ვარ, იმედი მაქვს მალე დავიწყებ მზადებას. ახლა დავიწყე ვარჯიში GURAM FIGHT CLUB-ში და ამ დარბაზში გავაგრძელებ მომზადებას ბრძოლებისთვის.

-საინტერესოა მსოფლიოში წარმატებული ქართველი სპორტსმენი (მებრძოლი) ქალი როგორ უთავსებს სპორტს და ოჯახს ერთმანეთს, რამდენად შეთავსებადია?

-დიახ, მე დაოჯახებული ვარ და მყავს ქალიშვილი. ქალისთვის ძალიან რთულია ოჯახის და სპორტის შერწყმა, მაგრამ ჩემი ოჯახი მეხმარება და მხარს მიჭერს.

-როგორია თქვენი ყოველდღიურობა, რა რეჟიმით უწევს ცხოვრება სპორტსმენ ქალბატონს რათა შეინარჩუნოს წარმატება და მიაღწიოს უკეთეს შედეგს?

-ჩემი დღე იწყება დილის 8 საათზე, მე ვაჭმევ ბავშვს, ვაკეთებ საოჯახო საქმეებს და შემდეგ მივდივარ დილის ვარჯიშზე. ამის შემდეგ სახლში ვბრუნდები და ოჯახთან ერთად ვატარებ დროს, საღამოს მეორე ვარჯიში მაქვს. თუ გსურთ ამ სპორტში დიდი წარმატების მიღწევა, საჭიროა მეტი დრო ჩადოთ მასში. ამ სპორტმა გამაგებინა, რომ ცხოვრებაში ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. არ აქვს მნიშვნელობა სხვებისგან განსხვავებული იყო, ამაზე არც ვფიქრობ, მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მსურს.

-მოგვიყევით თუ საიდან, როგორ და რომელი ასაკიდან დაიწყო თქვენი დაინტერესება სპორტის ამ სახეობის მიმართ?

-8 წლიდან სპორტით ვარ დაკავებული, ჩემი უფროსი ძმა სამბოს დარბაზში ვარჯიშობდა და მის სანახავად მოვედი და რაც ვნახე, მივხვდი, რომ ეს ჩემი იყო. პირველ შეჯიბრში პირველი ადგილი მოვიგე და ამის შემდეგ არ გავჩერებულვარ და მძიმედ ვვარჯიშობდი.

-გყავთ თუ არა იდეალი სპორტში?

-ჩემთვის იდეალი არ არსებობს, არიან გოგონები, რომლებიც ტექნიკურად მომწონს მებრძოლები – ჟანგ ვეილი და ჯოანა ანჟეიჩიკი. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მათთან ერთად იმავე დონეზე გამოვალ.

-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

-თუ მოგება გინდა, ბევრი ენერგია უნდა დახარჯო ამ გამარჯვებისთვის. უნდა იყო მიზანმიმართული და გჯეროდეს საკუთარი თავის, რომ მოიგო ეს ყველაფერი, არა მარტო სპორტში, არამედ ცხოვრებაშიც.

-მადლობა. გისურვებთ გამარჯვებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.