• ოთხ. აპრ 14th, 2021

გეგმა? UFC! სხვა გეგმა არ არის, ამისთვის კიდევ ბევრი კარგი ბრძოლაა საჭირო. – თაზო ბოჭორიშვილი MMA მებრძოლი.

marca.ge წარმოგიდგენთ შერეული ორთაბრძოლების აქტიურ და წარმატებულ, ახალგაზრდა წარმომადგენელს თაზო ბოჭორიშვილს. ის 24 წლისაა ტყიბულიდან და ცხოვრობს თბილისში. მონაწილეობს 77 კგ. წონით კატეგორიაში. როგორც ჩვენთან საუბრისას და საბრძოლო ველზე ჩანს ძალიან შეუპოვარია და არასოდეს ნებდება!

სპორტისადმი ლტოლვა – ბავშვობის წლები

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ვარჯიში პატარა ასაკში დავიწყე სანდღაც 8-9 წლის ვიყავი, რაიონში ტყიბულში სამი წელი ვივარჯიშე მანდ და შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, აქაც გავაგრძელე ვარჯიში კიკბოქსინგში ვჩუბობდი ხოლმე და 14 წლისას მივედი GURAM FUGHT CLUB -ში რომლის დამაარსებელი და მთავარი მწრთნელი გიორგი კაბულაშვილია.

MMA ისტორია

სამოყვარულო დონეზე რომ დავიწყე ბრძოლა ხშირად ვაგებდი, იმიტომ რომ ჭიდაობა არ ვიცოდი – ზედიზედ რამდენიმე წავაგე, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არ ვნებდებოდი და ვაგრძელებდი ვარჯიშს. ამოვქაჩე ეს მინუსი და დღეს ჩემი ძლიერი მხარე ჭიდაობაა.

მიღწევები, მარცხები…

11 ბრძოლა მაქვს ჩატარებული პროფესიონალურ რინგზე და 9 მოგებული 8 მტკივნეული ილეთით. ერთი – ტექნიკური ნოკაუტით და ორი მარცხი მაქვს მხოლოდ.

ასევე ვარ ევროპის პრიზიორი  (სანკტ პეტერბურგი – 2017 წელი).

ხასიათი

ჯიუტი ხასიათი მაქვს. დანებება არ შემიძლია მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ალბათ ეს მეხმარება გამარჯვებაში.

გუშინდელ ორთაბრძოლა და სამომავლო გეგმები

ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ ჩემი თავით, რადგან მეტი შემიძლია. თუმცა ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

გეგმა? UFC! სხვა გეგმა არ არის, ამისთვის კიდევ ბევრი კარგი ბრძოლაა საჭირო.

სპორტის განვითარების გზები

ეს პორტი რომ განვითარდეს ამისათვის შეიძლება ბევრი ვისაუბროთ თუ რა არის საჭირო, თუმცა პირველ რიგში ბევრი ასეთი ტურნირი უნდა ჩატარდეს ხშირად და მეტი გაშუქება მოხდეს, მეტი პოპულარიზაცია, რომ ხალხი უფრო დაინტერესდეს და ფინანსები დაიხარჯოს, მის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია სპორტი გაიზარდოს. ახალგაზრდებისთვის მეტი სტიმულია საჭირო.

შეგახსენებთ, თაზო ბოჭორიშვილმა გუშინ თბილისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურზე დაამარცხა ნიკა ბუქაური და გადავიდა ფინალში.

marca.ge გამარჯვებებს უსურვებს თაზო ბოჭორიშვილს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.