• კვი. აგვ 1st, 2021

ინტერვიუ MMA მებრძოლ, ოთხგზის ჩემპიონ სოფო ბაღიშვილთან – ,,ქარველი ქალები არიან და იყვნენ ძალიან ძლიერები და ყოველ მათგანს შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა.”

marca.ge დაინტერესდა ახალგაზრდა ოთხგზის ჩემპიონის – MMA fighter სოფო ბაღიშვილის განვლილი გზით, იმით თუ რაშია მისი წარმატების საიდუმლო და ასეთ ახალგაზრდა ასაკში თუ როგორ მიაღწია ამ ყოველივეს.
სპორტის სახეობას რომელშიც სოფო გვასახელებს ,,ხელჩართული ბრძოლა” ჰქვია.
ცნობილია რომ 14 მარტს სოფომ კიევში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მან უკრაინელი ვალენტინა სემა დაამარცხა.
-სოფო პირველ რიგში მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე, გთხოვთ მოგვიყვეთ მოკლედ თქვენს შესახებ.
-მე მქვია სოფო ბაღიშვილი, ვარ 22 წლის. ვცხოვრობ რუსთავში ქმარ- შვილთან ერთად. ვარ დაკავებული შერეული ორთაბრძოლებით პროფესიონალურ დონეზე.
2. დღესდღეობით ხართ მსოფლიოში წარმატებული და საკმაოდ ცნობილი მებრძოლი სპორტსმენი, საინტერესოა, რომელი ასაკიდან ჩაერთეთ სპორტში და რამ გამოიწვია ამ მიმართულებით დაინტერესება?
– სპორტით დავინტერესდი 8 წლიდან. ჩემი სპორტული კარიერა და კავშირი სპორტთან დაიწყო ჭიდაობა სამბოთი, ამ სახეობაში მაქვს არაერთგზის გამარჯვება მოპოვებული როგორც ქვეყნის ასევე ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. ამ სპორტმა დიდად შეუწყო ხელი ჩემს წარმატებებს შერეულ ორთაბრძოლებში, რადგან სამბო და MMA ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან.
3.რა არის სოფო ბაღიშვილის წარმატების საიდუმლო,ის რაც გამარჯვებაში გეხმარებათ? რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ სულიერ სიმტკიცეს ორთაბრძოლის დროს?
-ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია სპორტში შინაგანი სიძლიერე და ბრძოლისუნარიანობა. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიგწევა. ჩვენ კი ქართველები ამით ყოველთვის გამოვირჩევოდით და გამოვირჩევით ახლაც. ქარველი ქალები არიან და იყვნენ ძალიან ძლიერები, ყოველ მათგანს შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა რა თქმა უნდა თუ ადამიანს სურვილი აქვს ამის.
4. რას გვეტყოდით საქართველოში ქალთა სპორტის განსავითარებლად რაა საჭირო?
-ვისურვებდი რომ ახალგაზრდა გოგონებს ჰქონდეთ მეტი ხელშეწყობა მშობლებისგან, რადგან ასეთ სპორტში ქალთა მოღვაწეობა ზოგიერთისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს. ქალთა სპორტის განვითარებისათვის რა თქმა უნდა მთავრობის ხელშეწყობა, ყურადღება და რაც მთავარია თვით ქალთა მონდომება.
5.რას უსურვებდით დამწყებ სპორტსმენებს?
-დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტად დაიხარჯონ , იშრომონ და რწმენა ჰქონდეთ იმის რომ ყველაფერი ვამოუვათ. ‘
6. რამდენიმე სიტყვით გაგვანდეთ სამომავლო გეგმები.
-ჩემი სამომავლო გეგმა არის მეტი წარმატების მიღწევა ამ სპორტში და კერძოდ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ორგანიზაციაში UFC- ში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
-მადლობა ინტერვიუსთვის. გისურვებთ გამარჯვებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.