• შაბ. ივლ 31st, 2021

მერაბ დვალიშვილის ბრძოლა გამარჯვებამდე! ,,პირველივე შეტაკებაზე გამიტყდა ცხვირი და ისე ვიბრძოლე კიდევ 15 წუთი.”

,,ეს ფოტო 5 წლის წინ არის გადაღებული. როცა ჩემი პირველი პროფესიონალური დებიუტი შედგა. პირველივე შეტაკებაზე გამიტყდა ცხვირი და ისე ვიბრძოლე კიდევ 15 წუთი. ვიცი წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება მელოდება მაგრამ აუცილებლად გადავლახავ და მივახწევ მიზანს…” – წერს სოც.ქსელში მერაბ დვალიშვილი.

მოკლე ინფორმაცია მერაბ დვალიშვილზე

მერაბ დვალიშვილი — ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში.

დვალიშვილი გაიზარდა თბილისში. ახალგაზრდულ ასაკში მან დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და გახდა პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.

2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი. ის ფინალში რუს სტეფან კობენოვთან დამარცხდა.

UFC

დვალიშვილმა პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 16 ბრძოლიდან, 12 მოიგო, მათ შორის ორში გამარჯვება ნოკაუტით მოახერხა. მისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს, ფრენკი საენზის წინააღმდეგ შედგა. შეხვედრაში მსაჯთა გადაწვეტილებით საენზმა გაიმარჯვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.