• სამ. აპრ 13th, 2021

ლაშა გურგულიანი კრივის ჩემპიონია

ლაშა გურგულიანმა დღეს მექსიკელი ედგარ ორტეგა დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი, რომელიც შარშან  ანდრეას ვალავანისს აართვა წარმატებით დაიცვა.

შეხვედრა თბილისში გაიმართა და ისტორიულიც გამოდგა, რადგან აქამდე მსოფლიოს ჩემპიონის ქამარის მოსაპოვებლად ბრძოლა საქართველოში არასდროს გამართულა

ბრძოლა ვერის ბაღის საკალადბურთო დარბაზში გაიმართა,   ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პროფესიული კრივის კავშირი (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) და Boxing Group Promotion.

ლაშა გურგულიანმა დიდი ოვაციები დაიმსახურა ანშლაგით გამართულ შეხვედრაზე.ჩვენ კი თავის მხრივ   წარმატებებს ვუსურვებთ მას კრივის მომოვალ დაპირისპირებებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.