• პარ. აგვ 6th, 2021

კონორ მაკგრეგორი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია

ამერიკულმა ჟურნალმა ,,forbes”-მა იმ სპორტსმენების ათეული დაასახელა, ვინც ამჟამად, ყველაზე მდიდარია.

,,forbes”-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი სპორტსმენი მოკრივე კონორ მაკგრეგორი გახლავთ.
ირლანდიელი 180 მილიონი ევროს მფლობელია.

რეიტინგში მეორე პოზიციას ,,ბარსელონას” ფეხბურთელი ლიონელ მესი იკავებს. მისი ქონება 130 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

120 მილიონი ევრო ფიქსირდება ,,იუვენტუსის” პორტუგალიელი ფეხბურთელის კრისტიანუ რონალდუს ანგარიშზე.

ესეც მდიდარი სპორტსმებების ათეული:

1. კონორ მაკგრეგორი (კრივი) – 180 მილიონი ევრო
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 130 მილიონი ევრო
3. კრისტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) 120 მილიონი ევრო
4. დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) -107.5 მილიონი ევრო
5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 96.5 მილიონი ევრო
6. ნეიმარი (ფეხბურთი) – 95.0 მილიონი ევრო
7. როჯერ ფედერერი 90.0 მილიონი ევრო
8. ლუის ჰილტონი (ფორმულა 1) – 82.0 მილიონი ევრო
9. ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი) – 76.0 მილიონი ევრო
10. კევინ დიურანტი (კალათბურთი) – 75.0 მილიონი ევრო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.