• კვი. აპრ 11th, 2021

ბოტასმა ჰოკეის გუნდის აქციები შეიძინა

ფორმულა 1-ის პილოტმა ვალტერ ბოტასმა მშობლიური ფინეთის ჰოკეის გუნდის „პელიკანსის“ აქციების 10 პროცენტი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,Planet f1.com” ავრცელებს.

ბოტასი ქალაქ ლაჰტის გუნდის რიგით მესამე უმსხვილესი აქციონერი იქნება.

ვალტერ ბოტასი ქალაქ
ნასტოლშია დაბადებული. ეს დასახლება ლაჰტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

აი რას წერს ,,მერსედესის” პილოტი ვალტერ ბოტასი:
,,„პელიკანსის“ ფინანსური პრობლემების შესახებ წლის დასაწყისში გავიგე და გუნდის დახმარება გადავწყვიტე.
ჰოკეი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპორტის სახეობაა და მინდა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ გუნდს დავეხმარო.
„პელიკანსს“ ბავშობიდან ვქომაგობ. პირველად, ამ გუნდის ჰოკეისტებმა შემაყვარეს ეს სპორტი. ” – აცხადებს ვალტერ ბოტასი.

„პელიკანსი” ამჟამად, ფინეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.