• კვი. აგვ 1st, 2021

საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში სტუმრად, რუსეთთან 0:3 დამარცხდა.

ბოლო ტურის შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობის აღარ იყო, რადგან საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ქართული ფუტსალის ისტორია დაწერა.
ჩვენი ქვეყნის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

კონტინენტის პირველობას ნიდერლანდების სამეფო უმასპინძლებს.

რუსეთი 3:0 საქართველო
3′ რობინიო (1-0), 4′ 24′ აფანასიანი

1. რუსეთი 6 6 0 0 (+21) 18
2. საქართველო 6 3 1 2 (0) 10
3. საფრანგეთი 5 0 2 3 (-6) 2
4.სომხეთი 5 0 1 4 (-15) 1

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.