• სექტემბერი 16, 2021 8:51 pm

ვახტანგ ჯვარაშვილი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი):“ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე, ვიცოდით რა იყო ჩვენი მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად კი თითოეულმა ჩვენგამა მაქსიმუმუმი გააკეთა და შედეგიც მივიღეთ.”

დრო გარბის წუთში 60 წამი სიჩქარით და ისტორიაც იწერება. ძნელია დაეწიო ან გაუსწრო დროს, მაგრამ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ეს მოახერხა. მათ ჩვენი ქვეყნის ისტორია დაწერეს და პირველად გავიდნენ ევროპის ჩემოიონატზე. 9 აპრილს თბილისის “ოლიმპიურ სასახლეში” ავთანდილ ასათიანის “შეგირდებმა” საფრანგეთის ფუტსალის ნაკერები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. ამით მათ საგზური მოიპოვეს ფუტსალის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე. Marca.ge ულოცავს გუნდს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით ფუტსალის გუნდის წევრს, ვახტანგ ჯვარაშვილს, რომელიც გუნდისა და მის ემოციებზე გვესაუბრა.

მოგესალმები,  უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. მაინტერესებს ახლა თქვენი და ზოგადად გუნდის განცდა და ემოცია?

ალბათ შეუძლებელია იმ განცდისა და ემოციის გადმოცემა, როდესაც შენი სამშობლოს ისტორიას ქმნი, ეს საოცრებაა. პირველად ისტორიაში ევროპაზე გავედით. ჩემს, ასევე ჩემი გუნდელების სიხარულს საზღვარი არ ქონდა თამაშის შემდეგ.

რამდენად ძლიერი კონკურენტები იყვნენ თქვენთვის ფრანგები და რა შემართება გქონდათ თამაშისას?

თამამად შემიძლია ვთქვა რომ საფრანგეთი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი გუნდია. ჩვენ ვიცოდით მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, ამიტომ 100% მობილიზებულები ვიყავით გასამარჯვებლად და ასეც მოხდა.

თქვენ დღეს საქართველოს ფუტსალის ისტორია დაწერეთ და პირველად გახვედით ევროპის ჩემპიონატზე, რა მნიშვნელობისაა თქვენთვის ეს ფაქტი?

კიდევ ერთხელ განვმეორდები, როდესაც ისტორია იწერება და ამ ყველაფრიში შენი წვლილი შეგაქვს ენით აღუწერელი განცდაა. მხოლოდ მაშინ ხვდები ამას, როდესაც ამის მონაწილე თავად ხარ.

თქვენი აზრით რა არის მთავარი მიზეზი “შეგირდების” ასეთი წარმატებისა?

ჩვენ საკმაოდ მეგობრული და შეკრული გუნდი ვართ.  უპირველეს ყოვლისა ჩვენი საქმის პროფესიონალები. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე, ვიცოდით რა იყო ჩვენი მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად კი თითოეულმა ჩვენგამა მაქსიმუმუმი გააკეთა და შედეგიც მივიღეთ.

არის ისეთი რამ, რისი თქმაც თქვენი გულშემატკივრისთვის გინდათ?

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ გულშემატკივარს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ ყველამ ერთად, დიდი ძალიახმევით მივიღეთ ეს შედეგი და გავედით ევროპის ჩემპიონატზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.