• კვი. აგვ 1st, 2021

ზვიად კუპატაძე: ,,მიხარია, ამ დიდ წარმატებას 9 აპრილს, რომ მივაღწიეთ”

ევროპის 2022 წლის შესარჩევი ტურნირში საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ ზვიად კუპატაძემ ემოციური განცხადება გააკეთა.

კუპატაძემ 9 აპრილი და იმ დღეს დაღუპული გმირები გაიხსენა. ეროვნული გუნდის მეკარემ გახარებულია, რომ ეს წარმატება საქართცელოს ნაკრებმა სწორედ ამ დღეს მოიპოვა.

ზვიად კუპატაძე: ,,ჩემთვის ძალიან ძნელი თამაში იყო. განსაკუთრებით წინა შესარჩევში რუმინეთთან წაგებული ფლეი-ოფის შემდეგ.
დღეს, ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ და წარმატებას მივაღწიეთ.

8 თუ 9 წლის ვიყავი, როდესაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. 32 წლის შემდეგაც მახსოვს ეს ტრაგედია. ეზოში ტანკები რომ იდგა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ის გმირები. ქართველებისთვის ფეხბურთი რელიგიასავითაა, ყველაფერია და ამიტომ ყველას გილოცავთ. მიხარია, ამ დიდ წარმატებას დღეს რომ მივაღწიეთ.
ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება დიდი სიხარულია და ცრემლების შეკავება არ შემიძლია. ეს ჩემთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ბოლო შანსი იყო, რისი საშუალებაც კარიერის დასასრულს მომეცა. დიდი მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო სტაფს, კობიაშვილს, იაშვილს.
განსაკუთებული მადლობა გულშემატკივარს.” – აცხადებს საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთს 3:2 სძლია და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.