• ოთხ. მაი 12th, 2021

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ფაქტობრივად, გაინაღდა

ევროპის 2023 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა საფრანგეთი 3:2 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური ფაქტობრივად, მოიპოვეს.

თბილისის ,,ოლიმპიურ სასახლეში” გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა, გახსნეს.
ზვიად კუპატაძის კარი ლანდრი ნ’გალამ დალაშქრა.

ქართველებმა წონასწორობა თალესის ჯარიმით მალევე აღადგინეს.
რამდენიმე წუთში კი რონინიოს გოლით დაწინაურება მოახერხეს.

მე-13 წუთზე ფრანგებმა ანგარიში გაათანაბრეს.
გოლი კევინ რამირესმა გაიტანა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე 6.6 წამით ადრე თალესმა დუბლი გაიფორმა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 3:2 მოიგო.

მეორე ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.
ქართველებმა დრამატული ორთაბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანეს და ქართული ფუტსალის ისტორია დაწერეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 10 ქულით მე-2 ადგილზე უკვე გავიდა.
საერთო ჩათვლაში კი საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის პირველ ადგილზე გახლავთ.

8 ჯგუფიდან 6 საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი კონტინენტის პირველობაზე პირდაპირ ხვდება.

ამ წუთებში სერბეთისა და რუმინეთის მატჩი მიმდინარეობს. თუ იმ შეხვედრაში ბალკანეკებმა ვერ მოიგეს საქართველო ევროპის ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად, მიიღებს.

ევროპის შესარჩევი ტურნირი
მე-5 ტური
თბილისი, ,,ოლიმპიური სასახლე”

საქართველო 3:2 საფრანგეთი

საქართველო : თალესი (2), რონინიო

საფრანგეთი: ნ’გოლო, რამირესი

აი გამარჯვებული გუნდი:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია, ბექა ტყემალაძე (ორივე თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: თემურ ეკიზაშვილი, შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), ვახტანგ კეკელია (ნურსულთან, ყაზახეთი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.