• შაბ. აპრ 17th, 2021

ზვიად კუპატაძე რუსეთის თასი მოიპოვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე რუსეთის თასის მფლობელი გახდა.

კუპატაძის ,,გაზპრომ იუგრამ” ფინალის მე-2 შეხვედრაში ,,ტიუმენს” 6:2 სძლია.
სულ კი ორი შეხვედრის ჯამში 13:2 გაანადგურა.

ზვიად კუპატაძე
,,გაზპრომ-იუგრას” ღირსებას 2004 წლიდან იცავს.
ქართველ მეკარეს გუნდთან ერთად ერთხელ ევროპის თასი, 2-ჯერ რუსეთის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.
რუსეთის თასი კი მეხუთედ აღმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.