მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს სიკვდილს უსურვებენ. სერბი ჩოგბურთელის მიმართა აგრესია პიკს აღწევს. ლანძღვის ნიაღვარი კი ხორვატიიდან მოედინება, სადაც სწორედ ჯოკოვიჩის ინიციატივით ამას წინათ საჩვენებელი ტურნირი Adria Tour გაიმართა, თუმცა მისი ჩამთავრება ვერ მოხერხდა. ის სკანდალურად შეწყდა, მიზეზი კი კორონავირუსი გახლდათ.

„მოკვდი ჯოკოვიჩ! მოკვდი ამით! ჩვენს ეგ გვინდა და მოგიკთხვას გიძღვნით სპლიტიდან“ – ეს აგრესიული გზავნილი, ხორვატიის ქალაქ სპლიტიდან არის. წარწერები ქალაქი ქუჩებში გაჩნდა, რომლის ფოტოებმა და ბანერებმა სოციალური ქსელი წალეკა.

ამბობენ, ტურნირზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც როგორც ავღნიშნეთ ჯოკოვიჩი გახლდათ, ჰიგიენის ნორმები დაცული საერთოდ არ იყოო, რის გამოც ვირუსით არაერთი ჩოგბურთელი დასნებოვნდა. თვითონ ჯოკოვიჩის გარდა, კორონივირუსი შეეყარა მის მწვრთნელს გორან ივანიშევიჩს, ჩოგბურთელებს გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს და ვიქტორ ტროიცკის, ასევე ამ უკანასკნელის და თავად ნოლეს მეუღლეებს.

ტურნირის ფინალში, რომელიც  ვერ ჩამთავრდა, რუს ანდრეი რუბლევს და ჯოკოვიჩს უნდა ეთამაშათ.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ