საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით დააკავეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
შსს-მ ნიკოლოზ ბასილაშვილი 21 მაისს დააკავა და მასზე და მის მამაზე შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება განიხილება.
