ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გამოცემა vbetnews.com-თან თავისი ამჟამინდელი მდგომარეობისა და კორონავირუსის პანდემიის შესახებ ისაუბრა.

გორგოძემ თავის ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებაც გააკეთა კომენტარი. რამდენიმე კვირის წინ მას მამა გარდაეცვალა.

“ბოლო დროს ცოტას ვვარჯიშობდი, მამა მყავდა ცუდად. აქედან გამომდინარე, სხვა საფიქრალი და დარდი მქონდა. სამწუხაროდ, მამა 1 თვის წინ გარდაიცვალა, ტრაგედიის შემდეგ კი არც ვარჯიშის და არაფრის თავი არ მქონდა. სიმართლე გითხრათ, ფიზიკური აქტივობა 2-3 დღის წინ დავიწყე”. – განაცხადა ეკატერინე გორგოძემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ