პანდემიის გამო საჩოგბურთო სეზონი დიდი ხნით შეჩერდა. დღეს ოფიციალურად დადასტურდა რომ 2020 წლის ლეივერის თასი 1 წლით გადაიდო. წესით წლევანდელი ტურნირი ბოსტონში 24-26 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო. როდ ლეივერის თასი პირველად 2017 წელს ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობენ საუკეთესო ჩოგბურთელები. ევროპა მსოფლიოს წინააღმდეგ! ჩვენ წელიწადში ერთხელ გვეძლევა იმის შანსი რომ ვნახოთ რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის წყვილში თამაში. ან ჯოკოვიჩის და როჯერის თამაში ერთად. ჯერჯერობით 3-ივე ჩემპიონატი ევროპის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა!

ტურნირის გადადებას როჯერ ფედერერიც გამოეხმაურა!⬇️

ნამდვილად საწყენია ის ფაქტი რომ ლეივერის თასი წელს აღარ ჩატარდება! თუმცა კარგია რომ TD Garden 2021 წელს კვლავ უმასპინძლებს ამ შესანიშნავ ტურნირს. იმედი მაქვს რომ  შემდეგ წელს ჩემს პირველ შეხვედრას გავმართავ ბოსტონში!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ