• ნოემბერი 29, 2021 11:26 am

‘ეს ამბავი კორტზე გასვლამდე 5 წუთით ადრე გავიგე’ – ციციპასის მძიმე დანაკლისი

ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა, რომელმაც გუშინ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დრამატული მარცხი განიცადა, თამაში დაწყებამდე ბებიის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. უდავოა, რომ ამ ამბავმა სტეფანოსის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელშიც დაწერა.

 

“ცხოვრება მხოლოდ მოგება და წაგება არ არის. მასში მთავარი ყოველი წუთით ტკბობაა, იქნები მარტო თუ ვინმესთან ერთად. გააზრებულად უნდა იცხოვრო, ყოველგვარი წუწუნის გარეშე. თავს ზემოთ ჯილდოს აწევა და გამარჯვების ზეიმი – ეს ყველაფერი არაა. კორტზე გასვლამდე 5 წუთით ადრე გავიგე, რომ ჩემმა საყვარელმა ბებიამ სიცოცხლისთვის ბრძოლა წააგო. ის ბრძენი ქალი იყო, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ცხოვრების და მზად იყო, სხვებისთვის ყველაფერი გაეღო. გასული მატჩის შედეგის მიუხედავად, ამ თამაშს მხოლოდ და მხოლოდ მას ვუძღვნი. მადლობა მას მამაჩემის აღზრდისთვის, მის გარეშე არაფერი ეს არ იქნებოდა”.

შეგახსენებთ, რომ ციციპასმა როლან გაროსის გადამწყვეტ შეხვედრაში ჯოკოვიჩთან 7:6 (8:6), 6:2, 3:6, 2:6, 4:6 წააგო.

https://www.instagram.com/p/CQFEFQ9ny0w/?utm_medium=copy_link

2,531 thoughts on “‘ეს ამბავი კორტზე გასვლამდე 5 წუთით ადრე გავიგე’ – ციციპასის მძიმე დანაკლისი”