• პარ. აგვ 6th, 2021

ნოვაკ ჯოკოვიჩის საჩოგბურთო გაკვეთილი და 1/2 ფინალის საგზური

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სერბმა  ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამშობლოში მიმდინარე ტურნირზე 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ჯოკოვიჩმა ბელგრადის კორტებზე 1/4 ფინალური ორთაბრძოლა არგენტინელ ფედერიკო კორიასთან ჩაატარა და მოლოდინისამებრ, მეტოქე ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაიბრიყვა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა სამხრეთ ამერიკელ მოწინააღმდეგეს 2-სეტში 6-1, 6-0 სძლია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ბელგრადის ტურნირის 1/2 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველ სლოვაკ ანდრეი მარტინს შეხვდება.

დაპირისპირება 28 მაისს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.