• ნოემბერი 29, 2021 11:43 am

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამშობლოში მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურნირზე 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

ჯოკოვიჩმა პირველ შეხვედრაში ATP-ს რეიტინგის 253-ე ჩოგანი გერმანელი მეტს მორაინგი დააარცხა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა მეტოქეს 2-სეტში
6-2, 7-6 სძლია.

სამშობლოში მიმდინარე ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მომდევნო მოწინააღმდეგე არგენტინელი ფედერიკო კორეა იქნება.

ბალკანურ-სამხრეთ ამერიკული ჯახი 28 მაისს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.