• პარ. აგვ 6th, 2021

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგრადის ტურნირზე იასპარეზებს

დღეს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვება.

ქართველი ჩოგბურთელი ბელგრადის ტურნირზე მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ფრანგ გაელ მონფილსის შემდეგ მე-3 ნომრად არის განთესილი.

ბასილაშვილი ასპარეზობას 1/8 ფინალიდან დაიწყებს.
მისი პირველი მეტოქე სლოვაკი ანდრეი მარტინი იქნება.

ბასილაშვილი და მარტინი ერთმანეთს ისტორიაში ერთხელ 2015 წელს ბარსელონას ტურნირზე შეხვდნენ.
მაშინ ქართველმა მეტოქე დაამარცხა.

ბელგრადის ტურნირზე ბასილაშვილი მარტინს 26 მაისს, შეხვდება.
დაპირისპირება თბილისის დროით 13:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.